მე-18 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დაიწყო

სამიტი ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოში მიმდინარეობს

989616
მე-18 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დაიწყო

G-7-ს სამიტის დასრულების შემდეგ დღეს მე-18,  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი  ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლით  დაიწყო. ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოში მიმდინარე სამიტს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის,  უზბეკეთის და გასულ წელს ამ ორგანიზაციის სრულ უფლებიანი წევრობის მომპოვებელი ინდოეთის და პაკისტანის ლიდერები ესწრებიან. მე-18 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მთავარი განსახილველი თემა,  ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) მიერ შემოღებული ახალი საბაჟო ტარიფები იქნება. აღნიშნული ორგანიზაციის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამომთქმელმა  რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია G-7-ს ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანია.



მსგავსი ინფორმაციები