ტრამპისა და კიმის შეხვედრის საათიც დადგინდა

შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში, 09:00 საათზე შესდგება

986224
ტრამპისა და კიმის შეხვედრის საათიც დადგინდა

 

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ-უნი პირისპირ შეხვედრას 12 ივნისს სინგაპურში, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამართავენ და ამ სამიტისათვის მზადება ძალიან კარგად მიდის.

სანდერსმა ასევე უპასუხა შეკითხვას კიმის მხრიდან ტრამპის სახელზე გაგზავნილი წერილის შესახებ და თქვა, რომ მისი შინაარსის შესახებ არაფერს იტყვის. “მასში დაწერილებით ვხვდებით, რომ ჩრდილოეთ კორეა და მისი ლიდერი სწორ გზაზე დგანან", აღნიშნა სანდერსმა და დაამატა, რო ფხენიანს მანამდის გაუგრძელებენ სანქციებს, სანამ, კორეის ნახევარკუნძული მთლიანად არა გაიწმინდება ბირთვული იარაღისგან



მსგავსი ინფორმაციები