ორი ტერაქტი ავღანეთში

დაიღუპა 11 ადამიანი

985578
ორი ტერაქტი ავღანეთში

 

ავღანეთში, ორი ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

პირველი ტერაქტი ნანგარჰარში მოხდა, სადაც, თალიბანების მიერ გზის ნაპირზე დამონტაჟებული ბომბი ბავშვების გავლისას აფეთქდა და მას 3 ბავშვი ემსხვერპლა.

მეორე ტერაქტი დედაქალაქ ქაბულში მოხდა. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე რელიგიური პირების შეკრებაზე თავი აიფეთქა ერთმა თვითმკვლელმა, რის შედეგადაც 8 კაცი დაიღუპა, 9 დაშავდა და მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან



მსგავსი ინფორმაციები