იტალიას ახალი პრემიერი ჰყავს

მან ახალი კაბინეტი შექმნა

983745
იტალიას ახალი პრემიერი ჰყავს

 

როგორც ცნობილია, იტალიის პრეზიდენტმა სერჟიო მატტარელლამ ახალი კაბინეტის შექმნა განმეორებით, უკიდურესი მემარჯვენე ლიგის პარტიისა და ხუთვარსკვლავიანი მოძრაობის (M5S) ერთობლივ კანდიდატს პრემიერობაზე, სამართლის პროფესორ ჯუზეპე კონტეს დაავალა, რომელმაც მიიღო ეს დავალება და გუშინ საღამოს მატარელლისთან შეხვედრაზე ახალი მთავრობის კაბინეტი გამოაცხადა.

ასე რომ დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე კონტის მთავრობა ფიცს დადებს და მოვალეობის შესრულებას დაიწყებს. პრეზიდენტთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ახალმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: "ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან რთულ პროგრამების განსახორციელებლად და მიზანმიმართულად, რათა  იტალიის ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობები და ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს".

იტალიის 18 პორტფელიან ახალ კაბინეტში 5 მინისტრი ქალი იქნება



მსგავსი ინფორმაციები