თალიბანებმა კოჰისტანი აიღეს

შეტაკებისას 5 სამართალდამცავი დაიღუპა

964352
თალიბანებმა კოჰისტანი აიღეს

 

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბადახშანის პროვინციის პოლიციის სამმართველოდან გავრცელებული განცხადებით, ამ ოლქში შემავალ კოჰისტანის პოლიციის რაიონულ განყოფილებას თავს დაესხნენ შეიარაღებული თალიბანები და წარმოქმნილი შეტაკების დროს 5 სამართალდამცავი დაიღუპა.

ამავე განცხადებით შეტაკებამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ უსაფრთხოების ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ზოგიერთი საზოგადოებრივი ბინები ტერორისტებისთვის დაეთმოთ.

“ავღანეთის არმიამ რეგიონს მიავლინა დამატებითი ძალები და კოჰისტანის ახლიდან კონტროლზე აყვანის მიზნით სპეცოპერაცია დაიწყო“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები