იუნკერი: „ევროპა გლობალურ სცენაზე ძალაუფლებას კარგავს“

ევროკავშირი ქრისტიანული კავშირი არ არის

960565
იუნკერი: „ევროპა გლობალურ სცენაზე ძალაუფლებას კარგავს“

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროპა გლობალურ სცენაზე ძალაუფლებას კარგავს. იუნკერმა ერთ-ერთ ჰოლანდიურ გაზეთთან ინტერვიუს დროს,  ევროკავშირის ეკონომიკის, დემოგრაფიული მდგომარეობის და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ევროპამ რუსეთთან „ცივი ომის“ დროინდელი რიტორიკა უნდა დაივიწყოს  და ხელმეორედ აღადგინოს კონტაქტი, რადგან იგი რეგიონში  ერთ-ერთ ძალაზე უფრო მეტს წარმოადგენს. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი. ევროპა გლობალურ სცენაზე ძალაუფლებას კარგავს. ჩვენ გვგონია,  რომ მსოფლიოს   მმართლები  ვართ, მაგრამ ის კი გვავიწყდება, რომ სამყაროს პატარა ნაწილი ვართ. ჩვენ ეკონომიკურადაც და კულტურის თვალსაზრისითაც ვკარგავთ ძალაუფლებას. ამიტომ სამყაროს სხვა ნაწილზე მოსმენაც უნდა ვისწავლოთ. ევროკავშირი ქრისტიანული კავშირი არ არის. ქრისტიანობამ ევროკავშირის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ქრისტიანული კავშირი ვართ. ევროკავშირის ტერიტორიებზე  მუსლიმანებიც და სხვა მრწამსის ადამიანებიც  ცხოვრობენ“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.



მსგავსი ინფორმაციები