ამერიკა ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ რეპრესიებს გააგრძელებს

ტრამპმა მუნ ჯე ინისთან და შინზო აბესთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა

960540
ამერიკა ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ რეპრესიებს გააგრძელებს

აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძული სანამ ბირთვული იარაღისგან არ გაიწმინდება, ჩრდილოეთ კორეაზე რეპრესიებს გააგრძელებს. თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმადა, დონალდ ტრამპნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ,  მუნ ჯე ინისთან და იაპონიის პრეზიდენტ,  შინზო აბესთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპ-მინის სატელეფონო საუბრის დროს,  27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ,  კიმ ჩენ ინისთან გამართული შეხვედრა დეტალურად იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ასევე ყურადღება იმაზეც იქნა გამახვილებული, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღიდან მთლიანად გაწმენდის შემთხვევაში, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდება. მეორეს მხრივ,  ტრამპმა ოაპონიის პრეზიდენტ, შინზო აბესთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ყველა სახის ბირთვული და ბალისტიკური იარაღის პროგრამები უნდა დაასრულოს. რამდენიმე კვირის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტ  დონალდ ტრამპის და ჩრდილოთ კორეის პრეზიდენტ,  კიმ ჩენ ინის შეხვედრა იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები