ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის

ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის

954207
ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური ვიზიტით ამ ქვეყანაში მყოფ  იაპონიის პრემიერმინისტრ,   შინზო აბესთან ფლორიდაში  შეხვედრის წინ ერთობლივი  პრესკონფერენცია გამართეს,  რომლის  დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მაღალი რანგის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ტრამპმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ,  კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ივნისის თვის დასაწყისისთვის აქვს დაგეგმილი რა, შეხვედრის ადგილად ხუთი ალტერნატივა განიხილება მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. „კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი“, განაცხადა ტრამპმა. მან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დაძაბულობის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესის გაგრძელების  მომხრეა. პრესკონფერენციის დროს შინზო აბემ კი განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც  განიხილავენ.   



მსგავსი ინფორმაციები