ტერეზა მეი სირიაზე ოპერაციას მართებულად მიიჩნევს

“ეს არის სამართლიანი და კანონიერი თავდასხმა“

951366
ტერეზა მეი სირიაზე ოპერაციას მართებულად მიიჩნევს

 

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სირიაში ესადის რეჟიმის მიმართ ძალის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ დარჩათ.  

მეიმ, ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ს მხრიდან ესადის რეჟიმის ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ამ თავდასხმას "სამართლიანი და კანონიერი" უწოდა.

"ეს კოლექტიური ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობას ღია მესიჯს უგზავნის, რომ იგი არ დაუშვებს და ტოლერანტობას არ გამოიჩენს ქიმიური იარაღის გამოყენებისადმი", - განაცხადა მეიმ.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ მეი ორშაბათს სირიის საკითთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოვა

 



მსგავსი ინფორმაციები