იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგი შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგი შეაფასა

945102
იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგი შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ქალინმა თურქეთის მიერ რუსეთიდან შესასყიდი S-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი ქვეყანა არ უნდა იყოს შეწუხებული. „საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ის შეძენას, თურქეთის ნატოს წევრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. S-400-ის სისტემის შეძენის მთავარი მიზანი ჩვენის ქვეყნის უსაფრთხოებაა და არა რომელიმე ქვეყნისადმი მუქარა“, განაცხადა ქალინმა. მან,  თურქეთის სირიაში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,   PKK/PYD-YPG-ს წინააღმდეგ ოპერაციებსაც შეეხო და დაამატა, რომ ეს ოპერაციები ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პრესსპიკერმა აფრინში მიმდინარე ოპერაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაცია, რომელიც მიმართულია რეგიონის მეგობარი და მოძმე ხალხის ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ისგან გასათავისუფლებლად, ოპერაციები გაგრძელდება სანამ რეგიონი და მათ შორის  თელ-რიფათიც ტერორისტებისგან არ იქნება გაიწმინდება. იბრაჰიმ ქალინმა, აფრინის შესახებ საუბრის დროს ისიც დაამატა, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებები თურქეთის მხრიდან სამომავლოდაც გაგრძელდება. მან ბოლოს, აშშ-ს პრეზიდენტის სირიიდან სამხედროების გაყვანის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სხვადასხვა შინაარსის განცხადებები კეთდება რა, უკეთესია მათ თვითონ შეჯერდნენ ჯერ ამ საკითხზე.



მსგავსი ინფორმაციები