პოლიციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ამბოხის შედეგად გაჩნდა

939884
პოლიციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში კარაბობოს შტატი ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი მონაცემებით 68 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის გენერალური პროკურორმა ტარეკ ვილიამ სააბიმ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დედაქალაქ კარაკასიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ,  ვალენსიაში პოლიციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. მისივე თქმით დაღუპულები პატიმრების ახლობლები  გახლდათ. მომხდარის გამოძიებასთან  დაკავშრებით ოთხი პროკურორი იქნა მივლინებული. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ამბოხის შედეგად გაჩნდა.



მსგავსი ინფორმაციები