გერმანიაში მეჩეთებზე თავდასხმები გახშირდა

ორ დღეში 3 მეჩეთს დაესხნენ თავს

937423
გერმანიაში მეჩეთებზე თავდასხმები გახშირდა

 

გერმანიის ქალაქებში, ჰერნესა და ამბერგში, რასისტებმა და ქურთული ტერ ორგანიზაციის მხარდამჭერებმა წუხელ, ორი მეჩეთის კედელს ნაცისტური და მუქარის შემცველი მესიჯები დააწერეს.

ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პროვინციის ქალაქ ჰერნეში  მოქმედი მეჩეთის შესასვლელ კარს ღამის საათებში ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთეს: “ყველა უცხოელი გაეთრიოს აქედან. გაუმარჯოს ჰიტლერს“.

ბავარიის პროვინციის ქალაქ ამბერგის მეჩეთის კედელს კი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG / PKK-ს წევრებმა პოლიტიკური შინაარსის მესიჯი მიაწერეს.

გუშინწინ ღამეს კი ქალაქ კასსელის იუნუს ემრეს სახელობის მეჩეთს აალებადი ბოთლი, მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.

გერმანიაში,  ახალი წლის აქეთ, სხვადასხვა მეჩეთებზე 40-მდე სხვადასხვა ფორმის თავდასხმები იქნა რეგისტრირებული, ხოლო კიდევ ამდენი კი არა რეგისტრირებული თავდასხმები განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები