დანიაში თურქეთის საელჩოზე მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა მოხდა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საელჩოს შენობა დაზიანდა

932757
დანიაში თურქეთის საელჩოზე მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა მოხდა

დანიაში თურქეთის საელჩოზე მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა მოხდა.

კოპენჰაგენის უსაფრთხოების სამსახურიდან ტორბენ მადსენმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონში პატრულირების დროს პოლიციელებმა ფაქტი 02.55 საათზე დააფიქსირეს.

მადსენის თქმით, რეგიონში პოლიციის ჯგუფები გაიგზავნა და პოლიციის ჯგუფმა გაქცეული პირების დაკავების მაგიერ შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაზე გადაიტანა ყურადღება.

მისივე განცხადებით, საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი, სავარაუდოდ ოთხმა პირმა ესროლა, გამოძიება გრძელდება და თავდამსხმელების ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაავრცელა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საელჩოს შენობა დაზიანდა.

საელჩოს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია და შენობის წინ პოლიციის მიერ უსაფრთხოების ინტენსიური ზომები იქნა გატარებული



მსგავსი ინფორმაციები