არჩევნები იტალიაში

იტალიაში ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა გაიმარჯვა

922774
არჩევნები იტალიაში

იტალიაში გუშინ წარმომადგენელთა პალატისა და რესპუბლიკური სენატის ახალი წევრების გამოსავლენად ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია“ და რადიკალურად მემარჯვენე „ლიგ“, რადიკალურად მემარჯვენე „იტალიის ძმები“-ს და პარტია „ჩვენ იტალია“-სგან შემდგარი მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსი ხმების 35%-ით არჩვენების გამარჯვებული გახდა.

რეგისტრირებული 50 მილიონი ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 46,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო და ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 23.00 საათზე დასრულდა.

იტალიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, მემარჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების დაახლოებით 35% მოაგროვა, მოძრაობამ „5 ვარსკვლავი“ (M5S) 29%-დან -34%-მდე და ამჟამად მთავრობაში მყოფმა მემარცხენე ცენტრისტულმა ალიანსმა კი 24%-დან 27%-მდე ხმები მოაგროვეს.

წინა არჩევნებთან შედარებით მემარცხენე ცენტრისტული ალიანსის ხმების რაოდენობა შემცირდა, მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსის და M5S-ის ხმების რაოდენობა კი გაიზარდა.

მემარცხენე ცენტრისტული ალიანსის ხმების რაოდენობამ 2-5%-მდე მოიკლო, მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსის ხმების რაოდენობა კი 3-6%-მდე გაიზარდა.

არჩევნებში მარტო მონაწილე M5S-ის ხმების რაოდენობამ 5-7%-ით მოიმატა და 29,5-32,5%-ით ყველაზე მეტი ხმების მიმღები პარტია გახდა.

ასევე ეგზიტპოლის მიხედვით, დემოკრატიული პარტიიდან გასული სენატის თავმჯდომარე პიეტრო გრასოს ლიდერობით პარტია „თავისუფლება და თანასწორობა“მ 3%-იანი ზღვარი გადალახა და პარლამენტში შევიდა.

ამ შედეგებით, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა მარტო მთავრობის შექმნისათვის საჭირო ხმების რაოდენობა.


საკვანძო სიტყვები: #იტალია , #არჩევნები

მსგავსი ინფორმაციები