ხოჯალოს გენოციდი ჩიკაგოშიც გააპროტესტეს

ადგილობრივ აზერებთან ერთად მასში თურქებმაც მიიღეს მონაწილეობა

918065
ხოჯალოს გენოციდი ჩიკაგოშიც გააპროტესტეს

 

აზერბაიჯანის ხოჯალოს გენოციდის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოშიც ჩატარდა საპროტესტო აქცია. მიჩიგანის პროსპექტზე ჩატარებულ ამ დემონსტრაციაზე სომხეთის მიერ 1992 წელს განხორციელებული ხოჯალოს გენოციდი და მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია გააპროტესტეს

დემონსტრანტები აზერბაიჯანულთან ერთად ამერიკულ და თურქულ დროშებს და ალმებს ატარებდნენ რა, ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს თურქებმაც და მათ შორის იყო თურქეთის გენერალური კონსული ჩიკაგოში უმუტ აჯარი

“სომხეთი არღვევს საერთაშორისო კანონებს“, “ხოჯალოსათვის სამართალი გვინდა“, “სომეხმა ჯარისკაცებმა ოკუპირებული მიწები დატოვონ“, “არ ხსნით თქვენს არქივებს, რადგან სიმართლე გამოჩნდება", “ყარაბახი აზერბაიჯანისაა და აზერბაიჯანს დარჩება", აი ასეთი შინაარსის ლოზუნგებით გამოვიდნენ დემონსტრანტები

თურქეთის გენერალურმა კონსულმა ჩიკაგოში უმუტ აჯარმა კიდევ ერთხელ დაგმო სომხების მიერ ჩადენილი ხოჯალოს გენოციდი და ერევანს მოუწოდეს, დასტოვოს ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწები



მსგავსი ინფორმაციები