სტოლტენბერგი თურქეთ-ამერიკის ურთიერთობაზე განცხადებას აკეთებს

სტოლტენბერგი თურქეთ-ამერიკის ურთიერთობაზე განცხადებას აკეთებს

912300
სტოლტენბერგი თურქეთ-ამერიკის ურთიერთობაზე განცხადებას აკეთებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის და აშშ-ს წარმომადგენლების პრობლემების მოსაგვარებლად შეხვედრების გამართვას მიესალმება. მან ამის შესახებ, მიუნხენში 54-ე  უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დროს განაცხადა. მან, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ რექს ტილერსონის,  თურქეთში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით კმაყოფილია, რადგან,  აშშ-ს  და თურქეთს ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.  გენერალურმა მდივანმა ნატოს სამხედროების მხრიდან ერაყის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნასაც შეეხო და განაცხადა: „ერაყი ნატოს წევრი, თურქეთის მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ, ნატო საკუთარ თავს ვალდებულად თვლის მისი წევრი ქვეყნის მეზობლებში სტაბილურობა დაამყაროს.“ იგი,  ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტების გამოცდის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მსოფლიომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფხენიანის მთავრობაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს. თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის მონაწილეობით მიმდინარე მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია ხვალ მთავრდება.



მსგავსი ინფორმაციები