პუტინმა იორდანიის მეფე მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

911590
პუტინმა იორდანიის მეფე მიიღო

 

კრემლის სასახლეში მეფე აბდულაჰთან  და მის თანმხლებ დელეგაციასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და იორდანიას შორის საერთო ნდობა და საქმიანი თანამშრომლობა გაიზრდება.

რუსეთსა და იორდანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 55 წელი შესრულდა და ამასაც ხაზი გაუსვა რა პუტინმა, აღნიშნა, რომ იორდანიის მეფესთან მათ შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობებიც და რეგიონული საკითხებიც.  

მეფე აბდულაჰმა კი დიდი მნიშვნელობა მისცა რუსეთის როლს სირიის კრიზისის მოგვარებაში და თქვა, რომ სირიის სამხრეთში მშვიდობის განმტკიცების მიზნით წარმოებულ პოლიტიკურ პროცესებში, კიდევ უფრო აქტიურ ურთიერთობებს დაამყარებენ რუსეთთან.

დელეგაციების საუბრის დასრულების შემდეგ პუტინ-აბდულაჰის პირისპირი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა



მსგავსი ინფორმაციები