თეირანში მერიას დაევალა დემონსტრაციებისათვის ადგილი გამოჰყოს

ირანის დედაქალაქ თეირანში მერიას დაევალა დემონსტრაციებისათვის ადგილი გამოჰყოს

883604
თეირანში მერიას დაევალა დემონსტრაციებისათვის ადგილი გამოჰყოს

ირანის დედაქალაქ თეირანში მერიას დაევალა დემონსტრაციებისათვის ადგილი გამოჰყოს.

ირანელის სტუდენტების საინფორმაციო სააგენტო (ISNA) ინფორმაციით, თეირანის ქალაქის საკრებულოს პრესსპიკერმა, ალი ათამ, საკრებულოს სხდომის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხალხის საკონსტიტუციო უფლებების შესაბამისად, მერია ერთი თვის ვადაში დემონსტრაციებისათვის შესაფერის ადგილს გამოჰყოფს.

მისივე თმით, დემონსტრაციებისათვის ადგილის გამოყოფის წინადადება 17 წევრის მიერ თეირანის საკრებულოს თავმჯდომარეობას წარედგინა და დაამატა: „ეს წინადადება, კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეუიარაღებელი და საზოგადოებისათვის უსაფრთხო დემონსტრაციებისთვის ნებართვის გაცემაზე დამყარებით ქალაქის საკრებულოს დღის წესრიგში ჩადგა.“

ათას განცხადებით, წინადადება თეირანის მეჯლისმა სხდომაზე დაამტკიცა და აღნიშნული გადაწყვტილების განხორციელება მერიას დაევალა.



მსგავსი ინფორმაციები