იანძზე ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა

ეკიპაჟის 32 წევრის ძიება გრძელდება

883259
იანძზე ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა

 

ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე მდინარე იანძის ღია წყლებში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “სანჩი“, ჰონგ-კონგის კუთვნილ სატვირთო გემ Cf Crystal-ს დაეჯახა, რის კვალდაკვალ მაშველებმა შემთხვევის ადგილზე დაკარგულად გამოცხადებული 30 ირანელი და 2 ბანგლადეშელი ეკიპაჟის წევრის ძიება დაიწყეს. მიღებული ცნობებითვე, ჩინელ სამაშველო გემებს და კატარღებს, სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ერთი კრეისერი და ერთი თვითმფრინავი შეუერთდა. ჯერ ჯერობით უცნობია დაჯახების მიზეზები. ჩინეთის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა



მსგავსი ინფორმაციები