„2018 შესაძლოა ყველაზე დიდი კრიზისის წელი იყოს“

2018 წელში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიქმნას

879805
„2018 შესაძლოა ყველაზე დიდი კრიზისის წელი იყოს“

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრის, პენი მორდაუნტის განცხადებით, 2018 წელში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიქმნას.   

The Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, პენი მორდაუნტმა აღნიშნა: „2017, საშინელი ჰუმანიტარული კრიზისების წელი იყო, თუმცა 2018 შესაძლოა მასზე უფრო ცუდი აღმოჩნდეს.“

ინგლისის საერთაშორისო განვითარების სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისისათვის (OCHA) დამატებით 21 მილიონი დოლარის გადასარიცხად ემზადება.

აღნიშნული რესურსი პრობლემურ რეგიონებში 13 მილიონი ადამიანისათვის წყლის მიწოდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და 9 მილიონი ადამიანის საკვებით დაკმაყოფილებას მოხმარდება.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებზე პასუხისმგებელმა გენერალური მდივნის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციათა კოორდინატორმა, სტეფან ობრაიანმა აღნიშნა, რომ მარტში მსოფლიოში 1945 წლის შემდგომ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები