ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ვერ დაასახელებს

პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიჩნეულ ალექსეი ნავალნის მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს

875661
ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ვერ დაასახელებს

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიჩნეულ ალექსეი ნავალნის მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს.

ოპოზიციონერ აქტივისტს და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელს, ნავალნის ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენების გზა ჩაეკეტა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორუფციაში ბრალდებებისა და პატიმრობის გამო ნავალნი საარჩევნო კანონის შესაბამისად მომდევნო წელში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ვერ დაასახელებს.

რუსეთის სახელწმიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარ მონაწილე ოპოზიციონერ აქტივისტს, ბლოგერსა და ადვოკატს ნავალნის, თაღლითობის ბრალდებით 2014 წელში პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას განცხადებით, ნავალნი წარსულში პატიმრობის გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ვერ დაასახელებს.



მსგავსი ინფორმაციები