ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

874399
ფილიპინებში ტაიფუნის  შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ფილიპინებში ტაიფუნს  ამ დროისათვის სულ მცირე, 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტაიფუნის შედეგად ასევე 12 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი მოეტოვებინა. ოფიციალური პირების განცხადებით, კუნძულ მინდანაოზე მომხდარი ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. რეგიონში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დროისათვისაც გრძელდება. მეორეს მხრივ  ქვეყანაში გასულ კვირას ძლიერი წვიმების და ქარიშხალის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ფილიპინებში ყოველწლიურად 20-მდე მსგავსი ტაიფუნი და ძლიერი ქარიშხალი იჩენს თავს.



მსგავსი ინფორმაციები