საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

საფრანგეთში, მთავრობის განკარგულებით დაკანონებული შრომის კანონის რეფორმის მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს

849379
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

საფრანგეთში, მთავრობის განკარგულებით დაკანონებული შრომის კანონის რეფორმის მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს.

დედაქალაქ პარიზში აქციაში მონაწილეებმა შრომის კანონის რეფორმის საწინააღმდეგო პლაკატებით რესპუბლიკის მოედნიდან ერის მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს.

საპროტესტო აქციის დროს შავ ტანსაცმლიან ადამიანების ჯგუფს, რომელიც თავს „ანარქისტებს“ უწოდებენ და პოლიციას შორის დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. დემონსტრანტებმა პროსპექტზე მდებარე ორი ბანკის მინები მთლიანად ჩაამსხვრიეს.   

ქვეყნის ზოგიერთ ლიცეუმში მოსწავლეებმა სკოლების წინ ბარიკადები მოაწყვეს და დემონსტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

პარიზის მიტინგში პოლიციის ცნობით 8 ათასი, ორგანიზატორების თქმით კი 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბეზიეს, ლიონის, ტულუზას, გრენობლის, მეტსის, მარსელის და ლორიანის თაოსნობით ბევრ ქალაქში მუშათა პროფკავშირების მოწოდებით ათასობით ადამიანმა მიიღო აქციებში მონაწილეობა.

ამასთანვე სარკინიგზო და საჰაერო ხაზების თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყეს, რითაც გამოხატეს პროტესტი კანონის მიმართ. გაფიცვის გამო ზოგიერთი საჰაერო რეისი დროულად არ შესრულდა, მატარებლის რეისები კი ზოგი გადაიდო, ზოგიც კი გაუქმდა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შრომის კანონის რეფორმის  განკარგულებას ხელი 22 სექტემბერს, ელისეის სასახლეში გამართული მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ მოაწერა.

მთავრობის რეფორმის პარლამეტში კენჭისყრის გარეშე განკარგულებით დაკანონებამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია და მშრომელები, შრომის კანონის რეფორმის გასაპროტესტებლად დღემდე ქვეყნის მასშტაბით ორჯერ გამოვიდნენ  მოედნებზე.

მაკრონის წინასაარჩევნოდ დაპირებული რეფორმა, რომლითაც 9,5%-იანი უმუშევრობის დონის შემცირებას ცდილობენ, დამსაქმებლებს, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნის შემთხვევაში გადასახდელი კომპენსაციის ზედა ზღვარის დადგენის და რაიმე  სამართლებრივი შეზღუდვის გარეშე სამუშაო საათების პირდაპირ დასაქმებულებთან განსაზღვრის თავისუფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

შრომის კანონის რეფორმაში ასევე შეტანილია სამუშაო ადგილებზე, სადაც 50-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული, დამსაქმებლის პროფკავშირის წარმომადგენლის დასწრების გარეშე დასაქმებულთა მოლაპარაკების შესაძლებლობის და სამსახურიდან დათხოვნის გასაჩივრების ვადის 1 წლით შეზღუდვის მსგავსი ცვლილებები.  



მსგავსი ინფორმაციები