ავღანეთში 23 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება გაანადგურეს

ავღანეთში 23 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება გაანადგურეს

846539
ავღანეთში 23 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება  გაანადგურეს

ავღანეთში, ჰარათის პროვინციაში 23 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება  გაანადგურეს. სპეცრაზმის ჯგუფების მიერ მკაცრი უსაფრთხოების ზომების ზედამხედველობით განხორციელებულ განადგურების პროცესს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამინისტროს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ჰარეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის, მუჰამმედ აიუბ ანსარის განცხადებით, 10 თვის განმავლობაში ამოღებული 23 ტონა  ნარკოტიკული ნივთიერება  გაანადგურეს. მეორეს მხრივ ჩატარებული ოპერაციების შედეგად ასევე 33 ნარკორეალიზატორიც დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები