საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

იგი 2015 წლის 13 ნოემბერიდან მოქმედებდა

838807
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოცხადდა, გაუქმებულ იქნა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაასრულა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაიწყო პარიზში განხორციელებული იმ თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 130 კაცი ემსხვერპლა.

ახალი ანტიტერორისტული კანონი კი, რომელიც ამიერიდან იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის მაგივრად, შეიცავს რეგულაციებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ფაქტიურად  მუდმივს ხდის.

ახალი ანტიტერორისტული კანონი 18 ოქტომბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო და მაკრონმა გუშინ წინ, პირდაპირ ეთერში მოაწერა მას ხელი.

ასე რომ, დღეიდან დაწყებული საგანგებო მდგომარეობის მაგივრად, საფრანგეთში ახალი ანტიტერორისტული კანონი იმოქმედებს



მსგავსი ინფორმაციები