სობჩაკი რუსეთს ყირიმის ანექსიაში ადანაშაულებს

“საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყირიმი უკრაინას ეკუთვნის“

833912
სობჩაკი რუსეთს ყირიმის ანექსიაში ადანაშაულებს

რუსმა ჟურნალისტმა და წამყვანმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყირიმი უკრაინას ეკუთვნის და ამ საკითხში ყველას დებატებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ყირიმში მრავლად ცხოვრობენ რუსი მოქალაქეები და ისინი ყირიმის რუსეთში შესვლას უჭერენ მხარს, თუმცა, ეს სურვილი  ეწინააღმდეგება  1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს.

უკრაინის კრიზისზე საუბრისას მან თქვა: “როგორც რიგითი მოქალაქე ქალბატონი ქსენია სობჩაკი და არა როგორც პოლიტიკოსი, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ ფასად ჩვენი მეგობრობის აღდგენა“. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა



მსგავსი ინფორმაციები