რუსეთმა, ექრმ-ში ჩატარებული რეფერენდუმი შეაფასა

რუსეთმა, ექრმ-ში ჩატარებული რეფერენდუმი შეაფასა

815166
რუსეთმა,  ექრმ-ში ჩატარებული რეფერენდუმი შეაფასა

რუსეთმა, 25 სექტემბერს  ჩრდილოეთ  ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის ტერიტორიული მთლიანობისათვის ყველასათვის მისაღები გამოსავალი უნდა მოიძებნოს. „რუსეთი, ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერს მხარს, ამიტომ მომხდარის შემდეგ ყოველგვარი უარყოფითი მოვლენებისგან თავის შეკავებაა საჭირო,“ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშრებით ერაყის მთავრობამაც გააკეთა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი,  2005 წლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომ მის შედეგებს არ აღიარებენ.   



მსგავსი ინფორმაციები