ინდოეთმა საზღვაო საზღვარი ჩაკეტა

ინდოეთმა საზღვაო საზღვარი ჩაკეტა

811555
ინდოეთმა საზღვაო საზღვარი ჩაკეტა

ინდოეთის მთავრობამ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე იმის თაობაზე, რომ არაკანელი მუსლიმანები საზღვაო გზით მათ ქვეყანაში შესვლას აპირებენ, საზღვაო საზღვრები ჩაკეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზეთი, India Today ერთ ერთ მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთის მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს აუწყა, რომ არაკანელი მუსლიმების მათ ქვეყანაში შესვლა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს.  მეორეს მხრივ ერთ-ერთმა, ინდოელმა ადვოკატმა, პრაშანტ ბუშანმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ წამოყენებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.   მიანმარის არმიის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველზე გასული თვის 25 რიცხვიდან დაწყებული  თავდასხმების შედეგად ათასობით  მუსლიმანი იქნა მოკლული. მიანმარის არმიის და ბუდისტი ნაციონალისტების მხრიდან მუსლიმანების 200-ზე მეტი სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. ათი ათასობით მუსლიმანი ჯერ კიდევ ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მიანმარში, არაკანელი მუსლიმანების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო, ბანგლადეშში დღემდე გადასულთა რაოდენობამ 421 ათასს მიაღწია. UNICEF-ის მონაცემებით კი მათ შორის 250 ათაზე მეტი ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები