კალიფორნიის პროკურორის სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ

„ბიუჯეტის გამო, რომც გადადგეს მთავრობა, მაინც გააშენებენ კედელს“

811205
კალიფორნიის პროკურორის სარჩელი  ტრამპის წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის მთავარმა პროკურორმა ხავიერ ბესერამ, კედელთან დაკავშირებით, რომლის გაშენებაც არის გათვალისწინებული მექსიკის საზღვარზე, სარჩელი აღძრა დონალდ ტრამპის ხელისუფლების წინააღმდეგ.

დემოკრატი პროკურორის ბესერას, გუშინ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური მთავრობა, კედლის გეგმით, არარაობად მიიჩნევს რა გარემოსდაცვით ინსპექტირებას და  სხვა კანონებს, აჭარბებს თავის უფლებამოსილებას.

გასულ კვირას, ვაშინგტონის ხელისუფლების წინააღმდეგ, მსგავსი მიზეზებით, ზოგიერთ ორგანიზაციებსაც ჰქონდათ სარჩელი აღძრული.

ორივე სარჩელი ითვალისწინებს კედლის გაშენებისათვის შეფერხების შექმნას.  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, კედლის გაშენების მოწინააღმდეგეები დაადანაშაულა „ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებით“ და აღნიშნა, რომ „ბიუჯეტის გამო, რომც გადადგეს მთავრობა, მაინც გააშენებენ კედელს“.  

ტრამპის ამ გამოსვლას, კედლის გაშენების მოწინააღმდეგე დემოკრატების და რესპუბლიკელების დაშინების დანიშნულება მიეცა.



მსგავსი ინფორმაციები