შვედეთში დანაღმული ავტომობილი გააჩერეს

შვედეთის სამხრეთში მდებარე სკონეს რეგიონში საგზაო კონტროლის დროს დანაღმული ავტომობილი აღმოაჩინეს

807573
შვედეთში დანაღმული ავტომობილი გააჩერეს

შვედეთის სამხრეთში მდებარე სკონეს რეგიონში საგზაო კონტროლის დროს დანაღმული ავტომობილი აღმოაჩინეს.

სკონეს პოლიციის უფლებამოსილთა განცხადებით, დანაღმული ავტომობილი ქალაქებს მალმესა და ლუნდს შორის დასახლება ლომბაში, საგზაო კონტროლის დროს იქნა აღმოჩენილი.

შვედეთის ტრანსპორტის ორგანიზაციის პრესსპიკერის, კატარინა ვოლფრამის, განცხადებით, E6 გზატკეცილი მოძრაობისთვის გადაიკეტა და მანქანაში გამნაღმველები მუშაობენ.

ვოლფრამმა აღნიშნა, რომ მანქანის მეპატრონე დაკავებულია.    



მსგავსი ინფორმაციები