გაერო, გუტერესი, არაკანი

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რეგიონში ადგილი აქვს მესამე ძალადობის ტალღას

801773
გაერო, გუტერესი, არაკანი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერსმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას არაკანის კრიზისისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად შეფერხება შეუქმნან მას.

გუტერესმა, მიანმარის, არაკანის პროვინციის მოვლენების გამო შეშფოთების გამომთქმელი წერილი გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს და აღნიშნა, რომ მეტად შემაშფოთებელია არაკანში უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დარღვევები. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რეგიონში ადგილი აქვს მესამე ძალადობის ტალღას. გუტერესის თქმით, მიანმარის უშიშროების არმიის ჩადენილი ძალადობის მსხვერპლნი ყველაზე მეტად ხდებიან ქალები და ბავშვები.  ათასობით ადამიანმა შეაფარა თავი ბანგლადეშს. ზოგიერთები დაჭრილები არიან და საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას, ზოგიერთები კი გაქცევის დროს დაიღუპნენ. შესაძლებელია ამ საზარელი სიტუაციის ჰუმანიტარულ კრიზისად გადაქცევა და მიანმარის საზღვრების მიღმა მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნა.

გუტერესის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება მიანმარის ხელისუფლებას. მან საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა გაეროსაც. საჭიროდ მიიჩნია, არაკანის მოვლენების შეჩერების მიზნით, ძლიერი მესიჯი გააგზავნოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.

საკითხთან დაკავშირებით, წერილობითი განცხადება გაავრცელა გაეროს ბავშვთა ფონდის გენერალურმა მდივანმა ანტონი ლეიკმა და აღნიშნა, რომ 25 აგვისტოდან ბანგლადეშში გაქცეული 125 ათასი არაკანელის 80 %-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. უნისეფს ხელი არ მიუწვდება და ვერ უკავშირდებიან არაკანის ჩრდილოეთის რეგიონებში, ადრე ფსიქოლოგიური დახმარების მიმღებ 28 ათასი ბავშვიდან 4 ათასს.ბავშვები უპირისპირდებიან შიმშილს და საჭიროებენ დახმარებას.-აღნიშნა ბავშვთა ფონდის გენერალურმა მდივანმა ანტონი ლეიკმა.



მსგავსი ინფორმაციები