ანტონიო გუტიერესი მიანმარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ანტონიო გუტიერესი მიანმარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

798474
ანტონიო გუტიერესი მიანმარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მიანმარის, (ბირმა) არაკანის პროვინციაში „სამშვიდობო ოპერაციის“ დროს სამოქალაქოების მკვლელობის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. გაეროს გენერალური სამდივნოდან გავრცელებული ინფორმაციით, გუტიერესმა,  25 აგვისტოს მიანმარის სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ქმედებები დაგმო. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული პრობლემის მოგვარებაა საჭირო და მიანმარის მთავრობა ვალდებულია მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაუწიოს. გუტიერესმა ყოფილი გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ მომზადებული ანგარიში მოიწონა და მიანმარის მთავრობას გაუგზავნა რა, მათ მისი შესრულებისკენ მოუწოდა. გუტიერესმა ბანგლადეშსაც მოუწოდა, რომ მიანმარიდან მათ ქვეყანაში თავის დაღწევის მიზნით გადასვლის მსურველებს, შესაბამისი დახმარება გაუწიონ. მიანმარის არაკანის პროვინციაში გასულ წელს მომხდარი მოვლენების დროს ცხრა პოლიციელის დაღუპვის შემდეგ, სამართალდამცველების მიერ დაწყებულ ოპერაციების შედეგად   მუსლიმანებზე ძალადობა ყოველდღიურად ხორციელდება. აღნიშნული ოპერაციების შედეგად 90 ათასმა არაკანელმა მუსლიმანმა იძულებით დატოვა  საცხოვრებელი ადგილები. მსგავსი მოვლენა მოხდა მიმდინარე თვის 25 აგვისტოსაც. მიანმარელი სამართალდამცველების მიერ დაწყებული ოპერაციების შედეგად მრავალი სამოქალაქო მუსლიმანი მოკლული იქნა, ან კიდევ იძულებითი  მიგრაციაში წავიდა.



მსგავსი ინფორმაციები