თავდასხმა პარიზში

პარიზის ინციდენტში, დაიღუპა 13 წლის გოგონა, დაშავდა 12 ადამიანი

789941
თავდასხმა პარიზში

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ თავდასხმის შესახებ, სატელევიზიო არხ BFM-ისთვის განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა პიერ ჰენრი ბრანდეტმა და აღნიშნა, რომ ერთი მძღოლის მანქანა, პარიზის გარეუბნებიდან, სენ მეტ მარინეს რეგიონში მდებარე პიცას რესტორანში შევარდა. დაიღუპა 13 წლის გოგონა, დაშავდა 12 ადამიანი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. მრჩეველის ცნობით არავითარი ნიშანი არ არსებობს მუხრუჭის დაზიანების შესახებ, ინციდენტის შემდეგ დაკავებულ მძღოლს არ უცდია გაქცევა.

ბრანდეტის ცნობით, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ინციდენტი არის შეგნებულად განხორციელებული, მაგრამ თავდამსხმელი იქამდე არ ყოფილა ცნობილი პოლიციის და დაზვერვის ერთეულებისთვის. მაგრამ დადასტურდა, რომ თავდამსხმელს ერთი კვირის წინ თვის მოკვლა განუზრახავს. მძღოლი მეთვალყურეობაშია აყვანილი. უფლებამოსილების ვარაუდით, მძღოლმა შეგნებულად მოახდინა კატასტროფა, მაგრამ არ არის არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტი ტერ-აქტს წარმოადგენდეს.



მსგავსი ინფორმაციები