თვითმკვლელური ტერაქტი ქაბულში

დაიღუპა 23 კაცი

776057
თვითმკვლელური ტერაქტი ქაბულში

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთში, ერთმა თვითმკვლელმა ბომბით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქა სამგზავრო ავტობუსის მახლობლად, რის შედეგადაც, წინასწარი ცნობებით, 24 კაცი დაიღუპა, 42 დაიჭრა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელის.

ამავე ცნობით, ავტობუსს ბუნებრივი წიაღისეულის სამინისტროს პერსონალი გადაჰყავდა და დაღუპულთა უმრავლესობას შიიტები წარმოადგენენ. ამ ტერაქტზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები