ისრაელ-პალესტინას შორის კიდევ ერთი ინციდენტი

ისრაელის ძალებმა ერთი პალესტინელი ქალი დაჭრეს

744059
ისრაელ-პალესტინას შორის კიდევ ერთი ინციდენტი

ისრაელის არმიის განცხადებით, დასავლეთ იორდანიიის ჩრდილოეთში მდებარე  მევო დეტონის ებრაულ დასახლებაში ერთმა პალესტინელმა ქალმა დანით ებრაელი ჯარისკაცი დაჭრა, რის საპასუხოდ სხვა ჯარისკაცებმა ქალს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ამავე ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა ნორმალურია, ხოლო ქალის კი მძიმე. ასეთი ფაქტების სიხშირის გამო, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ისრაელის ძალებს პალესტინელების გაუსამართლებლად დასჯაში ადანაშაულებენ. დასავლეთ იორდანია და აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წლის აქეთ ისრაელის მხრიდანაა ოკუპირებული, ხოლო ღაზას სექტორი კი 2006 წლის აქეთ ალყაშემორტყმულია.   



მსგავსი ინფორმაციები