იტალიაში G7-ს სამიტი დაიწყო

იგი ორ დღეს გაგრძელდება

740151
იტალიაში G7-ს სამიტი დაიწყო

ზეგანვითარებული შვიდი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით „დიდი შვიდეული“-ს სამიტი იტალიის ქალაქ ტაორმინაში (სიცილია) დაიწყო. სამიტს, აშშ-ს პრეზიდენტი, კანადის პრემიერმინისტრი, გერმანიის კანცლერი,  საფრანგეთის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერმინისტრი, ბრიტანეთის პრემიერი   და იტალიის მთავრობის მეთაურთან ერთად ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან. G7-ის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ისინი სამიტის ფარგლებში ასევე ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გახშირებული ბალისტიკური რაკეტების ცდას,  ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისს და  რუსეთის სირიასა და უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებსაც განიხილავენ. იტალიის ქალაქ ტაორმინაში დაწყებული სამიტი ორ დღეს გაგრძელდება რა, სამიტის ფარგლებში უსაფრთხოების ზომებიც შესაბამისად არის გამკაცრებული.



მსგავსი ინფორმაციები