იუნესკომ ოკუპანტად სცნო ისრაელი

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO-მ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას

724603
იუნესკომ ოკუპანტად სცნო ისრაელი

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO-მ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და პარიზში ჩატარებულ შეკრებაზე იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ ისრაელი ოკუპანტ ძალად სცნო.მიიღო სუდანის, კატარის, ომანის, მაროკოს, ლიბანის, ეგვიპტეს და ალჟირის მიერ მომზადებული "ოკუპირებული პალესტინის" რეზოლუციის პროექტი.

რეზოლუციაში, მუსლიმანების, ქრისტიანების და იუდეველებისთვის წმინდა ქალაქად არის წარმოდგენილი იერუსალიმი. გამოთქმულია მოთხოვნა, ოკუპანტი ისრაელის მხრიდან იერუსალიმის სტრუქტურის შეცვლისადმი მიმართული ყველანაირი სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობა გაუქმდეს.

ბოლო მოეღოს ისრაელის იერუსალიმში წარმართულ ყველანაირ  უკანონო საქმიანობას, რომელთა შორისაც უპირველესად ითვლება გვირაბების  გათხრა, უკანონო ჩხრეკა და უკანონო სამოსახლოების მშენებლობითი საქმიანობა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა ბრაზილიის, ჩინეთის, რუსეთის და შვედეთის ჩათვლით 22-მა სახელმწიფომ.

აშშ-ის, გერმანიის, ინგლისის, იტალიის და ნიდერლანდების ჩათვლით 10-მა სახელმწიფომ რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი.



მსგავსი ინფორმაციები