ევრო კომისია სასაზღვრო კონტროლი

ევრო კომისია 6 თვით, კიდევ გააგრძელებს შენგენის რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფოებისთვის დროებით სასაზღვრო კონტროლს

725038
ევრო კომისია  სასაზღვრო კონტროლი

ევრო კომისია უკანასკნელად 6 თვით, კიდევ გააგრძელებს შენგენის რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფოებისთვის დაწესებულ დროებით სასაზღვრო კონტროლს,

ევრო კომისიამ ასევე გამოკვეთა, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის მიღებული „ლტოლვილთა შეთანხმების“ წყალობით, უკანონო მიგრანტების ნაკადში 97%-იანი შემცირება მოხდა. 

წინადადებით მიმართა ავსტრიის, გერმანიის, დანიის შვედეთის და ნორვეგიის მსგავს შენგენის რეგიონის ქვეყნებს დროებით დაწესებული სასაზღვრო კონტროლი კიდევ გააგრძელონ 6 თვით და წინადადება დამტკიცდეს ევრო საბჭოს მხრიდან.

ევრო კომისიის საიმიგრაციო, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საქმეში პასუხისმგებელმა წევრმა დიმიტრი ავრამოპულოსმა გამოკვეთა ფუნქციური შენგენის ზონის რეგიონული წესრიგის ხელახლა აღდგენის მნიშვნელობა და გაავრცელა შიდა საზღვრების კონტროლის ხელახლა გაგრძელება.

წევრ ქვეყნებს წაუყენა წინადადება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით მოხდეს სასაზღვრო გადასასვლელებში  პოლიციის კონტროლის დაწესება და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდა.

ევროკომისიის განცხადებაში გამოიკვეთა  თურქეთ-ევროკავშირს შორის, გასულ წელს ძალაში შესული საემიგრაციო შეთანხმების შემდეგ, საბერძნეთში წამსვლელ არალეგალ ემიგრანტების რაოდენობაში 97%-იანი შემცირება.

შენგენის რეგიონის სასაზღვრო კონტროლის დაწესება მოხდა, გასული წლის მაისში, საბერძნეთის გარე სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების და ამ სახელმწიფოში ლტოლვილთა ნაკადის მოზღვავების გამო.



მსგავსი ინფორმაციები