ტრამპის მიდგომა ფხენიანისადმი რბილდება!?

მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გაცნობა ისურვა

724061
ტრამპის მიდგომა ფხენიანისადმი რბილდება!?

საინტერესო განვითარება ჰპოვა ომის ზღვარზე მყოფ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობებმა. როგორც განაცხადა დონალდ ტრამპმა, მისთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჟონგ უნ-ს ხელსაყრელ გარემოებებში შეხვდება და გაეცნობა.

თეთრი სახლის პრეს წარმომადგენლის სენ სპაიკერის განცხადებით კი, ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, ხოლო ორი ლიდერის შეხვედრისათვის შესაბამისი პირობები კი ჯერ არ შექმნილა.

ამ ორი ქვეყნის ისტორიაში მათი ლიდერები ერმანეთს ჯერ არ შეხვედრიან. გასულ კვირას კი მათ შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაემუქრა ფხენიანს და კორეის ნახევარკუნძულისკენ მიავლინა კარლ ვინსონის სახელობის საზღვაო ფლოტი, რასაც აგრესიული პასუხი მოჰყვა ფხენიანიდან   



მსგავსი ინფორმაციები