აშშ-ში ერთ ღამეზე ორი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

არკანზასის შტატში თვის ბოლომდე კიდევ 8 მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა იგეგმება

720085
აშშ-ში ერთ ღამეზე ორი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ში, 17 წლის შემდეგ ერთ ღამეზე ორი მსჯავრდებული სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე არკანზასის შტატში განხორციელდა. მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს გაუპატიურების და მკვლელობის მუხლით იხდიდნენ, მათი სიკვდილით დასჯა ინექციური შხამით განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, არკანზასის შტატში თვის ბოლომდე კიდევ 8 მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა იგეგმება. აღნიშნულ შტატში მომავალი თვიდან სიკვდილით დასჯის აღსრულების ფორმის შეცვლა იგეგმება, რომლის მიხედვითაც სანამ მსჯავრდებულს ინექციურ შხამს გაუკეთებენ, მანამდე მას მორფი უნდა გაუკეთდეს. აშშ-ში სიკვდილით დასჯა,  ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები