აფეთქება სანქტ-პეტერბურგის მეტროში

აფეთქება სანქტ-პეტერბურგის მეტროში

704794
აფეთქება სანქტ-პეტერბურგის მეტროში

რუსეთის ქალაქ, სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად შვიდი მეტროსადგური ჩაიკეტა და რეგიონში სასწრაფო დახმარების სამსახურები იქნენ მივლინებული. მომხდარის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „სანქტ-პეტერბურგის და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს უკვე ვესაუბრე. აფეთქების დროს დაშავებულების გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს ვაკეთებთ. აფეთქების მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მომხდართან დაკავშრებით განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტიც,“ განაცხადა პუტინმა.

მეორეს მხრივ რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.



მსგავსი ინფორმაციები