შოტლანდიას დამოუკიდებლობის მიზნით მეორე რეფერენდუმი უნდა

ამის თაობაზე ახლიდან მიმართავენ ინგლისის პარლამენტს

701295
შოტლანდიას დამოუკიდებლობის მიზნით მეორე რეფერენდუმი უნდა

შოტლანდიის რეგიონალური მთავრობის პრემიერმინისტრის, ნიკოლა სტურგეოს წინადადებას, ინგლისიდან გამოყოფის თაობაზე მეორეჯერ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მხარდაჭერა მოუვიდა რეგიონალური პარლამენტიდანაც, სადაც ხსენებულ წინადადებას დადებითი ხმა მისცა მწვანეების პარტიამ და ამიტომ შოტლანდიის პრემიერს უფლება გაუჩნდა, ინგლისიდან გამოყოფის თაობაზე მეორედ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ოფიციალურად მიმართოს ინგლისის პარლამენტს.

სტურგეოს თქმით, ინგლისიდან იმიტომ უნდათ გამოყოფა, რომ თვით ინგლისი ევროკავშირიდან გადის და ამიტომ, მეორე დამოუკიდებელი რეფერენდუმის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვა პარტიებთან და რეფერენდუმის გამართვა 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულს შორის უნდათ.

როგორც ცნობილია დამოუკიდებლობის პირველ რეფერენდუმზე ამომრჩევლების 55%-მა მხარი დაუჭირა შოტლანდიის ბრიტანეთის სამეფოში დარჩენას, რადგან, იმჟამად ინგლისისაგან გამოყოფა ევროკავშირისგან გამოყოფას ნიშნავდა და არ იყო ჩატარებული Brexit-ის რეფერენდუმი, რომელიც გასულ წელს ჩატარდა და რომელზედაც სამეფოს მოსახლეობის 52%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.

ამ შედეგის შემდეგ შოტლანდიის მთავრობამ აღარ ისურვა სამეფოს ფარგლებში დარჩენა და იმედი აქვს, რომ მეორე რეფერენდუმზე ხალხი დადებით ხმას მისცემს ქვეყნის დამოუკიდებლობას

 

 



მსგავსი ინფორმაციები