გაერომ და აშშ-მა რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაგმო

გაერომ რუსეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე განხორციელებულ დაკავებებზე განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ პატივისცემა ინდა იქნას გამოჩენილი

700718
გაერომ და აშშ-მა რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაგმო

გაერომ რუსეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე განხორციელებულ დაკავებებზე განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ პატივისცემა ინდა იქნას გამოჩენილი.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოადგილემ ფარჰან ჰაქმა აღნიშნა, რომ თვალყურს ადევნებენ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე ადამიანებს უფლება აქვთ მოაწყონ მშვიდობიანი აქცია.  

რუსეთში, მოსკოვისა და სანქტ პეტერბურგის თაოსნობით რამდენიმე ქალაქში კვირის ბოლოს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლისა და აქტივისტის ალექსეი ნავალნისა და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერით საპროტესტო აქციები გაიმართა.

დემონსტრაციები პრემიერ დიმიტრი მედვედევის კორუფციაში ბრალდების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ იქნა ორგანიზებული.

აშშ-მა რუსეთში ოპოზიციის მიერ კვირის ბოლოს ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 500-ზე მეტი ადამიანის დაკავება დაგმო და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან და რუსეთის მთავრობას მოუწოდეს დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ.



მსგავსი ინფორმაციები