აფრიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა

700390
აფრიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ზიმბაბვე-მოზამბიკის საზღვარზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირადან, ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში მიფრინავდა და ამ დროს მის ბორტზე ოთხი მგზავრი და ორი პილოტი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ძლიერი ნისლი სახელდება.



მსგავსი ინფორმაციები