ვენესუელა-კოლუმბიას შორის დაძაბულობა

ვენესუელის არმიის 60 კაციან ჯგუფმა კოლუმბიის საზღვარი გადაკვეთა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბანაკი გააშენა

697828
ვენესუელა-კოლუმბიას შორის დაძაბულობა

ვენესუელის არმიის 60 კაციან  ჯგუფმა კოლუმბიის საზღვარი გადაკვეთა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბანაკი გააშენა. აღნიშულ ინფორმაციას კოლუმბიის საზოგადოებრივი Blu Radio ავრცელებს. ამ ფაქტმა მალე ქვეყნის დღის წესრიგი მოიცვა რა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები კოლუმბიელ კოლეგებს ესაუბრნენ. ასევე პრობლემის მოსაგვარებლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონში იქნენ მივლინებული.“ ორ ქვეყანას შორის ბოლოს სამხედრო დაძაბულობა გასული წლის ოქტომბრის თვეში წარმოიქმნა. კოლუმბიის ეროვნული ავიაკომპანია Avianca, რომელიც მადრიდიდან ბოგოტას მიმართულებით ფრენას ახორციელებდა, ვენესუელის საბრძოლო თვითმფრინავებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ავიაკომპანია იძულებული გახდა ფრენის მარშუტი შეეცვალა. ამ ამბის შემდეგ მხარეებმა ზომიერი განცხადებები გაავრცელეს და კრიზისი მოგვარდა რა,  ავიაკომპანია Avianca-ს ამ ქვეყნის საჰაერო საზღვრებში ფრენის საშუალება მიეცა.



მსგავსი ინფორმაციები