სირიაში გაიზრდება ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა

აშშ-ი სირიის ჩრდილოეთში კიდევ გეგმავს 1000 სამხედროს გაგზავნას

692512
სირიაში გაიზრდება ამერიკელ  ჯარისკაცთა რაოდენობა

აშშ-ი სირიის ჩრდილოეთში კიდევ გეგმავს 1000 სამხედროს გაგზავნას.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების, თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატისის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, დამატებითი ჯარები გადაიგზავნებიან, მაგრამ პირველ ეტაპში შორს იდგებიან კონფლიქტის ზონისგან.

ამჟამად, რეგიონში 500 ამერიკელი სამხედროა.

მათგან 100 სპეცნაზია და განლაგებულნი არიან მინბიჩში.

რაკკას გარეუბანში კი, 150 სპეცნაზი და 250 საზღვაო ქვეითი ძალა საარტილერიო მხარდაჭერით, ილოდება რაკკას ოპერაციისთვის.

დონალდ ტრამპმა ექს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაადანაშაულა სირიის საკითხში სისუსტეში და განაცხადა, რომ გაზრდის ამერიკელი სამხედროების რაოდენობას.

ამჟამად სირიაში მყოფი სამხედროების გარდა, ამით, ტრამპმა უგულებელყო წინა ხელისუფლების სირიის გეგმა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #სირია , #ჯარისკაცი , #რაოდენობა

მსგავსი ინფორმაციები