12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

218278
12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში


1914 წლის 12 თებერვალს თურქეთში საჰაერო ფოსტა პირველად თვითმფრინავით განხორციელდა. პილოტ ნურის და კაპიტან პილოტ ისმაილ ჰაქქის მიერ გამოყენებულ პრინც ჯელალედდინის სახელობის თვითმფრინავით განხორციელებული პირველი საჰაერო ფოსტა ქალაქ ლეფკედან ქალაქ ბილეჯიქში გადაიტანეს. იმ დროს ჩვეულებრივ ფოსტისგან განსხვავებით კონვერტის მარკები უფრო ძვირი იყო. მარკებზე თვითმფრინავის, ფრინველის და სხვა სურათებს იყენებდნენ, ამ ყველაფერმა კი მარკების კოლექციონერობას შეუწყო ხელი.


1934 წლის 12 თებერვალს თანამედროვე თურქული ლიტერატურის და პოეზიის ცნობილი წარმომადგენელი, პიეტი და მწერალი ჯენაფ შაჰაბეთთინი სისხლის ჩაქცევით სტამბოლში გარდაიცვალა. დაწყებითი სკოლა მან სტამბოლში თოფანეში დაასრულა, შემდეგ სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ბოლოს სამხედრო სამედიცინოს დამთავრების შემდეგ მთავარი ექიმი გახდა. მან პირველი ლექსი გაზეთ საადეთში გამოაქვეყნა და ამის შემდეგ იგი თევფიქ ფიქრეთის, ჰალიდ ზია უშაქლის მსგავს ცნობილ პოეტების სიაში შევიდა. პირველ პერიოდში თურქული პოეზიით შემდეგ კი დასავლური პოეზიით დაინტერესებულ ჯენაფს იმ პერიოდში ხშირად აკირიტიკებდნენ. იგი პოეზიასთან ერთად თეატრალური პიესების წერითაც გამოირჩეოდა.

1934 წლის 12 თებერვალს ავსტრიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920-იან წლებში დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ავსტრიაში უმუშავართა რიცხვი გაზარდა, ხოლო მის პარალელურად ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეჩერდა. ამ ყველაფერმა კი მოსახლეობა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რომლის დასრულების შემდეგ ქვეყნის სათავეში ქრისტიანულ-სოციალისტური პარტია მოვიდა. ქვეყნის დიქტატორული რეჟიმით მმართველმა პარტიამ დიდ ხანს ვერ იარსება და 1934 წლის აგვისტოში დაწყებული ახალი სამოქალაქო ომით მას ბოლო მოეღო.

1969 წლის 12 თებერვალს ხოროზ ნური გარდაიცვალა. თურქულ კინოში ზედმეტსახელ "ხოროზ ნური"-ს სახელით ცნობილი ვაჰი ოზი მძიმე სიმსიმნური დავადების შედეგად გარდაიცვალა. მან თეატრალური ცხოვრება 1928 წელს დაიწყო და სხვადასხვა სპექტაკლებში მიიღო მონაწილეობა. ხოლო კინოფილმებში მონაწილეობა 1947 წელს დაიწყო და 80-მდე ფილმში ითამაშა.

2002 წლის 12 თებერვალს მილოშევიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი გაერთიანებული ერების ომის დამნაშავეთა სასამართლოში დაიწყო. ბოსნიის ბრძოლაში მის წინააღმდეგ შეტანილი უამრავი საჩივრის საფუძველზე 2001 წლის 1 აპრილს სამართალდამცველებს ჩაბარდა და იგი ბელგრადის ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ და გაეროს დაქვემდებარებულ შევენინგენის კერძო საპატიმროში გადააგზავნეს. იგი 2006 წელს ჰააგაში გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები