ინგლისელებს არ სურთ ტრამპის ჩამოსვლა

ტრამპის წინააღმდეგ ხელმოწერის კამპანიაა აგორებული

661948
ინგლისელებს არ სურთ ტრამპის ჩამოსვლა

ინგლისში მთავარი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით დაწყებულ ხელმოწერის კამპანიას 1 მილიონზე მეტმა კაცმა მოაწერა ხელი და ისინი მთავრობისაგან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინგლისში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას ითხოვენ.

თუმცა, ინგლისი მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არ გაუქმდება, რადგან, ამერიკა ინგლისის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და შორსმჭვრეტელობა მართებთ.

ხელმოწერის კამპანია ინგლისის პარლამენტის თხოვნით დაიწყო, სადაც კამპანიის მსვლელობის და მისი შედეგების განხილვა ამ კვირაში დაიწყება.

ტრამპი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მიწვევით ამ ქვეყანას ზაფხულში უნდა ეწვიოს.

ინგლისი კანონებით, თუ რომელიმე საკითხის მიმართ ხელმოწერის კამპანია დაიწყება და იგი 100 ათას გადააჭარბებს, ეს საკითხი პარლამენტში აუცილებლად  განიხილება  



მსგავსი ინფორმაციები