28 იანვარი ისტორიაში

28 იანვარი ისტორიაში

425178
28 იანვარი ისტორიაში

28 იანვარი ისტორიაში

1920 წლის 28 იანვარს მისაკი მილი ანუ ეროვნული პაქტი მიიღეს. მისაკი მილი ოსმალეთის სახელმწიფოში 1876 წლის 23 დეკემბერის კანონის მიხედვით შექმნილი პირველი კონსტიტუციონალიზმისა და მეორე კონსტიტუციონალიზმის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ორგანოა. მუდროსის ზავის შემდეგ 1918 წლის 21 დეკემბერს ფადიშაჰმა ვაჰდეთთინმა ახალი არჩევნების ჩასატარებლად მეჯლისი დაითხოვა. არჩევნების შემდეგ კი მეჯლისის პირველი სხდომა 1920 წლის 12 იანვარს გაიმართა. 1920 წლის 28 იანვარს გამართულ საიდუმლო სხდომაზე კი მისაკი მილი იქნა მიღებული.

1953 წლის 28 იანვარს ნეიზენ ანუ ნეიზე დამკვრელი ტევფიკ ან სრული სახელი ტევფიკ ქოლაილი გარდაიცვალა. იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების თაქსიმებისა და ნიჰავენდების ავტორი გალდათ. 1949 წელში მისმა მეგობარმა იჰსან ადამ ნეიზენ ტევფიკის ნაწარმოებები ავტორის ზედამხედველობის ქვეშ აზაბი მუკადდესის სახელწოდების წიგნში შეკრიბა.

1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური ხომალდი ჩელენჯერი გატყორცნიდან 73 წამის შემდეგ აფეთქდა. კოსმოსური ხომალდი 63 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა და საათში 19 ათასი კილომეტრის სიჩქარით მიდიოდა. დაიღუპა 7 ასტრონავტი, რომელთა შორისაც იყო კოსმოსში წასული პირველი ისრაელელი ასტრონავტი ილან რამონი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეცდომა მყარი საწვავის ძრავიდან გაჟონვამ გამოიწვია.

2004 წლის 28 იანვარს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე მიღებული იქნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თურქულ ლირას 6 ნოლი მოაშორეს და სახელი ახალი თურქული ლირა უწოდეს. ამ კანონის მიხედვით 2005 წლის 1 იანვარს მიმოქცევაში ახალი ბანკნოტები ჩაუშვეს. მთლიანად თურქეთში დაბეჭდილი E8 ჯგუფის ბანკნოტები 6 სხვადასხვა ერთეულისგან შედგებოდა. ამ ჯგუფის ბანკნოტები მიმოქცევიდან 2010 წლის 1 იანვარს ამოიღეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები