რუმინეთის პრეზიდენტმა დაბლოკა თურქი წარმოშობის ქალი კანდიდატის პრემიერმინისტრობა
ქ-ნ სევილს ვიცეპრემიერისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის პორტფელი მიეცა
რუმინეთის გერმანული წარმოშობის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) მხრიდან პრემიერობის კანდიდატად წარდგენილი, წარმოშობით მუსლიმანი თურქი ქალბატონის, სევილ შაიდეჰის კანდიდატურაზე უარის თქმის შემდეგ, ქვეყნის პრემიერად დანიშნა იმავე პარტიიდან სორინ გრინდეანუ, ხოლო ქ-ნი სევილი კი რეგიონალური განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გახდა.
რუმინეთის ახალ კაბინეტში სულ 26 მინისტრი შევიდა და მათ უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ რა, მხოლოდ 4 პორტფელი მიეცა კოალიციის პარტნიორ ალდეს პარტიას.
ახლა ქვეყნის პარლამენტმა უახლოეს ხანებში უნდა დაამტკიცოს ეს ახალი კაბინეტი.
პრეზიდენტ იოჰანისს რომ არ დაებლოკა ქ-ნ სევილის კანდიდატურა, მაშინ, იგი გახდებოდა რუმინეთის პირველი მუსლიმანი და თურქი წარმოშობის პირველი ქალი პრემიერმინისტრი